უკრაინაში ვითარების ესკალაციის ფონზე რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
„დოლარის კურსმა 37 რუბლის ზღვარს გადააჭარბა, რაზეც გავლენა იქონია უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი გამკაცრების შიშმა", - აცხადებენ რუსი ანალიტიკოსები.
რუსეთის ბირჟებზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 37,03 რუბლი შეადგინა, და რუსეთის ეროვნული ბანკის ინტერვენციის შედეგად 36,98 რუბლზე დასტაბილურდა, ხოლო 1 ევროს ფასი 23 კაპიკით გაიზარდა და 48.66 რუბლი შეადგინა.