29 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ბრიფინგს გამართავენ და საზოგადოებას გააცნობენ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" და მისი ბენეფიციარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.