ევროზონის ეკონომიკური ზრდა შენელდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და საპასუხო ზომებმა ევროზონის ეკონომიკის გაჯანსაღება შეაფერხა.
გერმანიის ეკონომიკამ, ბოლო ერთის წლის განმავლობაში, ვარდნა განიცადა. 2014 წლის მეორე კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0,2 %-ით შემცირდა, რაც ანალიტიკოსებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს იმ ფონზე, როდესაც პირველ კვარტალში ზრდა 0,7 %-ი იყო.
საფრანგეთის ეკონომიკა კი წლის დასაწყისიდან სტაგნაციაშია. პირველ და მეორე კვარტალში საფრანგეთის ეკონომიკური მაჩვენებლები არ შეცვლილა.
რაც შეეხება იტალიას, ამ ქვეყანაში რეცესია განახლდა.
მასალის გამოყენების პირობები