ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მოლაშქრეთა ფედერაციის ორგანიზებით სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან „ტობა ფესტი" გაიმართა. ლაშქრობაში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 5 დღის განმავლობაში „ტობა ფესტის" მონაწილეებმა ფეხით რამდენიმე ათეული კილომეტრი დაფარეს და ზღვის დონიდან 2650 მეტრზე დაბანაკდნენ. ლაშქრობისას შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ფესტივალის მონაწილეები ეგრისის ქედის ტურისტულ რესურსებს და მის ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ. ღონისძიების მიზანი სამეგრელოში რთული საფეხმავლო მარშრუტების პოპულარიზაციაა.