შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოდან (ბათუმი), მიღებული ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სარფში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯიჰან ი., რომელიც 2014 წლის 20 ივლისს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის I ნაწილით.