„საქართველოს ბანკმა" და ევროპის საჭადრაკო კავშირმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ხელმოწერა დღეს, „საქართველოს ბანკის" სათავო ოფისში შედგა, სადაც დოკუმენტს ხელი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა და „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ გაჩეჩილაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში "საქართველოს ბანკი" და ევროპის საჭადრაკო კავშირი სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, როგორც რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს შემდეგს:
• სკოლებში ჭადრაკის დანერგვის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, რაც გულისხმობს, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების რეალიზაციას ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის;
• პერსპექტიული მოჭადრაკეების, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯების შესაბამის საჭადრაკო ცენტრებში მივლინებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
• ევროპის ქვეყნებში ჭადრაკის შემდგომ განვითარებას, აგრეთვე ევროპის ჭადრაკის ფედერაციის ეგიდით გასამართ სხვადასხვა შეჯიბრებისა და საჭადრაკო სფეროსთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ხელშეწყობას;
• საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს ევროპის საჭადრაკო კავშირის პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების, ასევე აღნიშნული კავშირის რეკომენდაციით სხვა ორგანიზაციების პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას.