"ვისოლმა" "ეკოსთან" საქართველოში საწვავის მოწოდებასა და „ეკოს" სავაჭრო ნიშნის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. ექსკლუზიური ლიცენზიის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს "ეკოს" კომერციული დირექტორი ვასილის პანაგოპოულოსი დაესწრო.
„"ვისოლი" მოხარულია, რომ "ეკოს" საქართველოს ბაზარზე დაბრუნება შეძლო, რადგან ყველამ ვიცით, რომ "ეკო" არის ქართულ ბაზარზე ყველა დროის, ყველაზე მაღალი ხარისხის საწვავი. წლების მანძილზე სამომხმარებლო ბაზრის კვლევები ცხადყოფდა, რომ „ეკოს" საწვავი მომხმარებელს საწვავის ხარისხის ეტალონად მიაჩნდა. დღესდღეობით, "ეკოს" ლოიალურ მომხმარებელს უკვე ხუთი პროდუქტის შეძენა შეუძლია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ „ვისოლ ჯგუფისთვის" ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედი ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხია, - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
დღესდღეობით "ვისოლის" მთელს ქსელში "ეკოს" ხუთი პროდუქტის რეალიზაცია ხდება. "ეკო სუპერის", "ეკო პრემიუმისა" და `ეკო დიზელის" საქართველოს ბაზარზე დაბრუნება "ვისოლმა" გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლის თებერვალში შეძლო და მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით 2014 წლის აპრილიდან უკვე "ეკო რეგულარისა" და "ეკო სუპერ 100-ის" იმპორტიც დაიწყო. "ეკო სუპერ 100" საავტომობილო სპორტით დაკავებული, პროფესიონალი მრბოლელებისთვის განკუთვნილი 100 ოქტანის საწვავია, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ "ვისოლის" ბაქტერიოფაგის მახლობლად მდებარე ავტოგასამართ სადგურზე იყიდება თბილისში და აბუსერიძის ქ. #24-ში ბათუმში.
"ეკოს ბენზინის საწვავისთვის დამახასიათებელია მაღალი ოქტანური რიცხვი, რაც განაპირობებს პროდუქტის წვას დეტონაციის გარეშე. წვის კამერასა და ძრავის სხვა ნაწილებზე არ ხდება ნამწვავების ჭარბი რაოდენობის გამოყოფა, მათში ეთერების შემცველობის გამო, ეს კი ავტომობილის ძრავის ექსპლოატაციის პერიოდს ზრდის. პროდუქტის ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე გაცილებით დაბალია ნაცრისა და კოქსის შემცველობა, რაც აგრეთვე ძრავის დაცვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. რაც შეეხება დიზელის საწვავს, მისი მაღალი ცეტანური რიცხვი და ინდექსი, ჩვენი კლიმატური ზონისათვის საუკეთესო აფეთქების ტემპერატურით, იმის გარანტიას იძლევა, რომ წვის კამერაში ალის გავრცელების ფრონტი ვრცელდება თანაბრად და მიმდინარეობს სრული წვა. მასში ნაჯერი ნახშირწყალბადების პროცენტულად დიდი შემცველობის გამო, გამოიყოფა ენერგიის დიდი რაოდენობა, რაც პროდუქტის ეკონომიურობაზე აისახება. ეკოს პროდუქტები არ შეიცავენ გოგირდს, ტყვიას, აქედან გამომდინარე, გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე მინიმუმდეა დაყვანილი. „ეკოს" პროდუქტების მაღალი ხარისხი წვის ეკონომიურობას განსაზღვრავს",- აცხადებს ნავთობპროდუქტების ექსპერტი დალი ოქრუაშვილი.
"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" საქართველოში საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს. „ვისოლ ჯგუფში" ასევე შედიან შემდეგი კომპანიები: სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი", ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდის", ავტომომსახურების ცენტრი „ვიანორი", სარეკლამო კომპანია „ალმა" და უძრავი ქონების კომპანია „ველაჯიო". „ვისოლ ჯგუფი" ქმნის „ხარისხს, რომელსაც ენდობიან"
მასალის გამოყენების პირობები