ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით ეხმიანება და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია მარგველაშვილის განმარტება.
,,ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგის ეს განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიმდინარეობს გამოძიება და დაგინდება ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა", _განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს".