პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა იყოს გამართული და პოლიტიკურად თავისუფალი.
,,მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა, იყოს პოლიტიკურად თავისუფალი, გამართული და კვალიფიციური. ეს ასევე უმნიშვნელოვანესია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში და იმ კონტექსტში, როცა საქართველო ამყარებს ევროპულ, დემოკრატიულ ცვლილებებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.