საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის მაისის თვეში უძრავი
ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 6.1%-ით
გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 40 836 ერთეული შეადგინა. ა.წ. მაისი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით ან კლებით არ გამოირჩევა: 2010 წლის მაისთან (31 757 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 28.6%-ით, 2011 წლის მაისთან (41 044 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 0.5%-ით, 2012 წლის მაისთან (46 856 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 12.8%-ით და 2013 წლის მაისთან (38 497 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით ზრდა 6.1%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 0.1%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა პირველადი (2.5%-ით), ხოლო კლება - მეორადი (0.5%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2014 წლის მაისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 0.971 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.915).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი
(4.2%-ით), ისე მეორადი (6.5%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2014 წლის მაისის თვეში პირველადი
სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 740, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობამ - 33 096 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი
2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.699 და
1.067 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის
იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მაისში
განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.0%-ს მეორადი, ხოლო 19.0%-ს - პირველადი სარეგისტრაციო
ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის მაისში კი - შესაბამისად 80.7% და 19.3%).
მასალის გამოყენების პირობები