პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს და მისალოც განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,ვულოცავ ბატონ კახი კავსაძეს დაბადების დღეს. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვისაც კახი კავსაძის მიმართ სითბო და სიყვარული არ ჰქონდეს. ბატონი კახი ნამდვილი სახალხო არტისტია და ეს მარტო ტიტული არ არის. მისი ყველა როლი განსაკუთრებული კაცთმოყვარეობით, სიკეთით და გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომ არის ასე საყვარელი და ახლობელი ქართველი მაყურებლისთვის. ვუსურვებ ბატონ კახი კავსაძეს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას საქართველოს გასახარებლად", _აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.