"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. 2014 წლის 31 მაისს , ცესკო-ს განკარგულებით, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დარეგისტრირდა როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, არჩევნებს დააკვირდების არეალი იქნება კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონები და იმერეთის რეგიონი, კერძოდ, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლები.
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ახორციელებს.