შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაიმართება, თუმცა კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი სავარაუდოდ, დღის წესრიგში არ დადგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენ"-ს კომისიის წვერმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა და განმარტა, რომ ალეკო ელისაშვილს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის შეთავსება კვლავ შეუძლია.
ამჟამად, კომისიაში პატიმართა 1000-ზე მეტი საქმეა შესული.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა, ვინაიდან საბურთალოს რაიონში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 2014 წლის 15 ივნისს ჩატარდება