,,ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის EUGAO პრეზიდენტი ნესტან კირთაძე ბრიუსელში გამართულ SDA ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4 ივნისს დ' ეგმონის სასახლეში ( Palais d'Egmont ) შედგება და ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იაპ დე ჰოფ სხეფერის თავმჯდომარებით გაიმართება .
ბრიუსელში, დ' ეგმონ პალასში გამართული საერთაშორისო კონფერენცია და დისკუსია, უსაფრთხოების ტრანსატლანტიკური ხედვებს ეძღვნება და მისი მთავარი მომხსენებლები არიან: ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე _ ალექსანდრე ვერშბოუ, აშშ-ის უსაფრთხოების მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის მიმართულებით _ ეველინ ფარკაში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე _ ალექსანდრე ლიტვინენკო , ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS) აღმასრულებელი გენერალური მდივანი _ პიერ ვიმონი და ევროპის პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების სხვა მაღალი წარმომადგენლები.
,, ცხადია, ეს დიდი შესაძლებლობაა პირადი და ინსტიტუციური ურთიერთობებისათვის, რა თქმა უნდა ეს უაღრესად კარგი შესაძლებლობაა, რათა ამ უაღრესად რთულ დროში პირადად ისაუბრო შენი პატარა ქვეყნის დამოიკიდებლობის, სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და დაცვის კონკრეტულ შესაძლებლობებზე. განუცხადა GNS ნესტან კირთაძემ .
ბრიუსელის შემდეგ, ნესტან კირთაძე სტრასბურგში გაემგზავრება და შეხვედრებს ევროპის საბჭოში გამართავს.