,,ნაცმოძრაობა" პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მათი მისამართით გამოთქმულ განცხადებას ეხმიანება და განმარტავენ, რომ პრემიერი რეალობასაა მოწყვეტილი.
,,საქართველოს ჰყავს აბსოლუტურად არაადეკვატური მთავრობა, რომელიც რეალობასაა მოწყვეტილი და რომლის გამოფხიზლების ერთადერთი შანსი არის 15 ივნისი. ხალხმა თვალი აახელინოს ამ მთავრობას და დაანახოს ის პრობლემები რომელიც არის რეალური, რომელიც მართლა აქვს ხალხს. სხვა შემთხვევაში ,,ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ დაპირებები შეასრულა და ხალხი დასაქმებულია", _ განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ,,ნაცმოძრაობის" რეიტინგსა და საარჩევნო შანსებზე ისაუბრა. ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მთლიანობაში 5% -ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები