ხვალ, 4 ივნისს, 14.00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად გამართავს კონფერენციას ,,სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ".
სახალხო დამცველი წარმოადგენს სპეციალურ ანგარიშს - „სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები".
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კონფერენციას დაესწრება ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში თომას ჰამარბერგი.