საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო მიერთების შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის , ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, ის ყველაფერი, რაც ცხინვალში ხდება, არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ.
"ყველაფერი რაც მოხდება იქ, იქნება ეს არჩევნები თუ არჩევნების პარალელურად რაიმე სხვა განცხადება თუ გადაწყვეტილება, ყველაფერი იქნება უკანონო, რადგან საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს არც მათ პარლამენტს, არც არჩევნებს არც მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ა.შ. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი მოხდება იმავე კონტექსტში რაშიც ხდება ნებისმიერი სხვა აქტივობა ცხინვალის რეგიონში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების პერსპექტივა სავსებით რეალურია.