ძლიერი წვიმის შედეგად, ძველ თბილისში ნინო ჩხეიძის ქუჩა37-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო ბრიგადები.
თვითმხილველების განცხადებით, სახლის ნაწილის ჩამონგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
წუხანდელი წვიმის გამო ცოტნე დადიანის გამზირზე გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
მასალის გამოყენების პირობები