მთავარი პროკურატურის წინ ემზარ კვიციანის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა.
პატიმრობაში მყოფი კოდორის ხეობის ნყოფილი რწმუნებულის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ შეიცვალოს ემზარ კვიციანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.
ისინი მიიჩნევენ, რომ ემზარ კვიციანი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესს პროკურატურა აჭიანურებს და იგი ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
საპროტესტო აქციას შეუერთდნენ "ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგნელები. "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ემზარ კვიციანს ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვს და ის არ უნდა იმყოფებოდეს პატიმრობაში.
ბაღათურიას თქმით, ემზარ კვიციანი "მონადირესთან" ერთად წარმატებით იცავდა კოდორის ხეობას წლების გენმავლობაში, მას შემდგომ რაც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით იქნა დაშლილი "მონადირე" და ემზარ კვიციანი გააქციეს, რამდენიმე ხანში განიარაღებული ხეობა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს.
"მინდა ვუთხრა, პროკურატურას, რომ ემაზრ კვიციანის პატიმრობაში ყოფნა უბრალოდ სირცხვილია"- განაცხადა მან.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანი, რომელმაც რუსეთში დეპორტი მიიღო, საქართველოში 2006 წლიდან ძებნილად არის გამოცხადებული. მას სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება ბრალი. 2014 წლის თებერვალში იქი თბილისის აეროპორტში დააკავეს.