საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: სეისმიკა-2014 "ნაგებობათა სეისმედეგობა და რეაბილიტაცია". ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭო (ECCE), საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება (GSCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭო (WCCE) .
ღონისძიება გახსნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მოხსენებით გამოვიდნენ ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტი ფერნანდო ბრანკო, მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტი ტომას სანჩო მარგო, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტი იური სვანიძე და კონფერენციის სხვა მონაწილენი, რომლებმაც სამომავლო გეგმებსა და კონტაქტებზე ისაუბრეს.
კონფერენცია 29 მაისს გაიხსნა და დღეს, 3 0 მაისს დასრულდება.