NDI ეხმაურება ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მიერ გავრცელებულ განცხადებას და ორგანიზაციის მიერ ფაქტების გამახინჯებაზე მიუთითებს.
"აღნიშნული განცხადება, არასათანადოდ შესწავლილ ფაქტებსა და შეუსაბამო ბრალდებებზე დაყრდნობით, არასწორად წარმოადგენს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისს. მაგალითად, NDI-ს ამჟამინდელმა დირექტორმა, ლუის ნავარომ, თბილისში მუშაობა 2009 წლის ზაფხულში დაიწყო. შესაბამისად, ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულ კვლევებსა თუ არჩევნებში ის ჩართული არ ყოფილა.
2012 წლიდან NDI-ის არაერთმა თანამშრომელმა თავისი კარიერა ამჟამინდელ ხელისუფლებაში გააგრძელა. აგრეთვე, NDI ყოველთვის ღია იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევის დაფინანსებისა და მეთოდოლოგიის შესახებ და დღემდე აქტიურად უზიარებს ინფორმაციას მასმედიას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს", ნაქვამია განცხადებაში.