თბილისის მერიის ორგანიზებით, დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, პოლკოვნიკ ელიზბარ გულისაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ელიზბარ გულისაშვილი წლების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და საქართველოს გათავისუფლების მიზნით, შექმნილი სამხედრო ორგანიზაციის - ,,სამხედრო ცენტრის" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად, საქართველოს ოკუპანტებმა ელიზბარ გულისაშვილი 1923 წლის 20 მაისს, დღევანდელი ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს.
მემორიალური დაფის გახსნას თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები