დღეს გახდება ცნობილი როდიდან განახლდება ვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევების გამო სასწავლო პროცესი დაწყებით კლასებსა და ბაღებში.
ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ბაღებსა და დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი 21 მაისს შეწყდა.