სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, 26 მაისს აღლუმი ალბათ არ იქნება.
მისი თქმით, 26 მაისი აღინიშნება, თუმცა ის განსაკუთრებული პომპეზურობის გარეშე ჩაივლის, იქნება ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, მაგრამ ხალხი აუცილებლად აღნიშნავს ამ დღესასწაულს ისე, როგორც ეკადრება.
კითხვაზე, იქნება თუ არა აღლუმი, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ "ალბათ, არ იქნება".
26 მაისის საორგანიზაციო კომისია დღეს შეიკრიბება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საორგანიზაციო საკითხებზე სამთავრობო კომისია მუშაობს.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპკორპუსის წევრების დაპატიჟება ეხება და ამას უზრუნველყოფს.
ასევე არ არის გადაწყვეტილი ჩატარდება თუ არა სამხედრო აღლუმი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დღესასწაული.სამინისტროდან კომისიის მუშაობაში ჩართულია მისი მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
მასალის გამოყენების პირობები