დონეცკის ოლქში ე.წ. რეფერენდუმისათვის, რომელიც 11 მაისს უნდა გაიმართოს 3,2 მილიონი ბიულეტენი უკვე დაბეჭდილია. ინფორმაციას ამის შესახებ „გაზეტა რუ" აფრცელებს.
აქტივისტებოის ინფორმაციით, ბიულეტენები პრინტერზეა დაბეჭდილი და ისინი დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაში არიან დაცული. ამას გარდა, სეპარატისტებს ასევე აქბს დაბეჭდილი მოსაწვევები ე.წ. რეფერენდუმზე, რომლებსაც მოსახლეობაში არიგებენ, სახლში მიაქვთ და სადარბაზოებში აწებებენ.
სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ ამჟამად გრძელდება საარჩევნო კომისიების ფორმირება და ე.წ. რეფერენდუმი დონეცკის ოლქის ყველა დასახლებულ პუნქტში გაიმართება.