დონეცკის ოლქში ქალაქ გორლოვკაში სეპარატისტებმა მილიციის განყოფილება იერიშით აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილიციის განყოფილების იერიშ ერთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მილიცია სეპარატისტებს წინააღმდეგობას ამაოდ უწევდა.
„ამჟამად მილიციის განყოფილებაში დარჩენილი სამართალდამცავები ხალხის დერეფნის გავლით შენობიდან გამოჰყავთ",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაზარალებულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსნებთ, რომ მილიციის განყოფილებაზე იერიშს დონეცკის ოლქში ქალაქ გორლოვკაში 150 მდე სეპარატისტი ახორციელებდა.
მასალის გამოყენების პირობები