რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ბაზირების შესახებ უკრაინასთან გაფორმებული შეთახმებების დენონსაციას განახორციელებს. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში შესაბამისი ინიციატივა უკვე წარადგინა.
პრეზიდენტის ამ ინიციატივას რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა განიხილავს. ჯერდოძ, რუსეთის დუმაში შეტანილია ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირების შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული შეთანხმებების ნაწილის დენონსაციის წინადადება.
საუბარი მიდის იმ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტაზე რომელიც ყირიმში ანუ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის პირობებს არეგულირებს.
მასალის გამოყენების პირობები