,,ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი კანდელაკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება საზიანოა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. როგორც კანდელაკი აცხადებს, აუცილებელია ხელისუფლებამ შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა.
,,სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიის გაგრძელება და ამ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ზიანს მოუტანს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და წყალს დაასხამს პუტინის წისქვილზე. მთავრობას თუ უნდა წინ წავიდეს და შეასრულოს თავისი დანაპირები მაშინ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორება", _განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვაზე დაბარების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც პრესმდივნმა მარი ჰარფმა გაავრცელა.
„არავინ არ შეიძლება დადგენს კანონზე მაღლა, მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე გამოძიების დაწყება ქმნის პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძლიან ეჭვს, განსაკუთრბით მაშინ, როდესაც სამართლებლივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია", - ნათქვამია სახელმწიფი დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბავილის უმაღლეს დონეზე შეხვედრისას აშშ-მ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რათა საკუთარი ძალისხმევა მიემართა ქვეყნის განვითარებაზე, ძლიერ ეკონომიკაზე, რეფორმების გაგრძელებაზე სამართლებლივ სფეროში და პროგრესზე ევროონტეგრაციის საკითხში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამდენიმე სისხლის სამართლის საქმესტან დაკავშირებით 27 მარტს პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული.