კოალიცა ,,ქართული ოცნების" წევრი სოსო ჯაჭვლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება. როგორც საკითხის კომენტირებისას ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჯაჭვლიანმა განაცხადა მისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ამერიკელების შეშფოთება, რადგან ადამიანის მიმართ თუ არსებობს კითხვები მას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
,,საინტერესოა რამ გამოიწვია აშშ-ის შეშფოთება ადამიანი როცა ეჭვმიტანილია და დანაშაული აქვს ჩადენილი ნებისმიერ ქვეყანაში ხომ იბარებენ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით, ეს ნორმალურია. საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში წივილ-კივილი იყო ატეხილი და ის საქმეები რის გამოც სააკაშვილი დაიბარეს შეიძლება იმას კიდევ ასი საქმე დაემატოს. ადამიანს როცა დაკითხვაზე იბარებენ, მან პატივი უნდა სცეს სასამართლოსა და პროკურატურას, გამოცხადდეს და სამართალდამცავებს პასუხი გასცეს. ამერიკისა და ევროპისთვის პირიქით საინტერესო უნდა იყოს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოწმის სახით დაიკითხოს, ამ ყველაფრით საქართველოს მოსახლეობაც დაწყნარდება. პირველ რიგში სწორედ ჩვენი ხალხია დასაწყნარებელი და არა ამერიკა და ევროპა. სააკაშვილს, რომ გარეკილი აქვს და ვერაა თავის რამაზე და ჩამოყალიბებული თაღლითია ყველამ ვიცით. გაუგებარია რაზე შეშფოთდნენ ამერიკელები იმაზე, რომ ეს ადამიანი დაკითხვაზე დაიბარეს? პირიქით უნდა დაგვეხმარონ სიმართლის გარკვევაში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჯაჭვლიანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვაზე დაბარების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც პრესმდივნმა მარი ჰარფმა გაავრცელა.
„არავინ არ შეიძლება დადგენს კანონზე მაღლა, მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე გამოძიების დაწყება ქმნის პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძლიან ეჭვს, განსაკუთრბით მაშინ, როდესაც სამართლებლივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია", - ნათქვამია სახელმწიფი დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბავილის უმაღლეს დონეზე შეხვედრისას აშშ-მ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რათა საკუთარი ძალისხმევა მიემართა ქვეყნის განვითარებაზე, ძლიერ ეკონომიკაზე, რეფორმების გაგრძელებაზე სამართლებლივ სფეროში და პროგრესზე ევროონტეგრაციის საკითხში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამდენიმე სისხლის სამართლის საქმესტან დაკავშირებით 27 მარტს პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული.