ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მთავრობას მართავენ სრული არარაობები, გადაწყვეტილებას არ იღებენ, მით უმეტეს, ასეთს, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო საუბრისას საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა დაკითხვაზე დაბარების საკითხზე კომენირებისას. მის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ სისხლის სამართლის საქმეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც 2012 წელს 2 მილიარდი ამ დავალების შესრულებაში.
"ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მთავრობას მართავენ სრული არარაობები, გადაწყვეტილებას არ იღებენ, მით უმეტეს, ასეთს. ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილიც, საბოლოო ჯამში თავად არ იღებს გადაწყვეტილებას. იღებს ამ გადაწყვეტილებას, ის ვინც მას მისცა ეს 2 მილიარდი. ეს არის დროებითი სიძნელეები საქართველოსთვის. მე გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას და ვერავინ ვერ შემაჩერებს, გარდა ფიზიკური ლიკვიდაციისა პუტინის მხრიდან. მე გავაგრძელებ, ჩემს ბრძოლას. ჩემს ბრძოლას იმისათვის, რომ ყველაფერი რასაც მრავალი წელი მოვანდომეთ, ვერავინ შეაბრუნოს უკან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას, როგორც თავისუფალი ადამიანი. არ ვაპირებ ივანიშვილ პუტინის თამაშების თამაშს. ეს არიოს ორჯერ ორი - ოთხი", - განაცხადა სააკაშვილმა.