,,ვერ დავეთანხმები ჩვენს მეგობარს, რომ გიგანტური ჰესი გაანადგურებს სვანურ კულტურას", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ს სტუდენტის კითხვის საპასუხოდ და აღნიშნა, რომ სვანურ კულტურას არავინ არ ეხება.
,,მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჩვენს მეგობარს, რომ გიგანტური ჰესი გაანადგურებს სვანურ კულტურას. არავინ ეხება სვანურ კულტურას და ჩვენ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. სვანური კულტურა, რა თქმა უნდა, არ დგას საფრთხის წინაშე, პირიქით, მე ვიქნები პირველი დამცველი სვანური კულტურის. საქართველო არის მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანა და მე ამ მრავალფეროვნების მთავარი დამცველი ვარ. უბრალოდ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რომ ამ ჰესის აშენება, სვანურ კულტურას გაანადგურებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.