,,ვიცი, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში და ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ კვალიფიციურ კადრებს სანთლით ეძებს.
,,მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში და ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. მოხდება ამ არაკომპეტენტური კადრების ჩანაცვლება. თუმცა ეს ერთ დღეში ვერ მოგვარდება და ამას სჭირდება თანმიმდევრულობა. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჩანაცვლება და უნდა მოხდეს სამინისტროებში ფორსირებულად სტაჟიორების შესვლა. როდესაც ნიჭიერი ადამიანი შევა სამინისტროში, მას კონკურენციას ვერ გაუწევენ და გამოჩნდება ვინ არის არაკომპეტენტური. სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს. საქართველოში ძალიან ჭირს კვალიფიციური კადრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.