„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პრაიმერიზში მის სასარგებლოდ გიორგი ვაშაძის მიერ კანდიდატურის მოხსნას პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ფაქტად აფასებს.
„გიორგიმ ჩათვალა ასე, რომ მას ჩემთვის დაეთმო ასპარეზი ამ კონკრეტულ მოცემულ პერიოდში შექმნილი საერთო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
მან ჩათვალა, რომ იგი ამ ეტაპზე შეიძლება უფრო საჭირო იყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ზუგდიდში, სხვადასხვა ქალაქებში.
მინდა ჩემს ახლობებლებს, ჩემს მეგობრებს, თბილისელებს შევპირდე, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდებით და აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ 15 ივნისს ჩვენ გავიმარჯვოთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.