უკრაინა არ შეეცდება ძალით შეაჩეროს რუსეთის არმიის მიერ ყირიმის ოკუპაცია, იმისათვის რათა თავისი აღმოსავლეთის საზღვრები არ დააყენოს ეჭვქვეშ. ეს განცხადენა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა „ფრანს პრესისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ ვერ დავიწყებთ სამხედრო ოპერაცია ყირიმშო, იმიტომ, რომ ამით ჩვენ აღმოსავლეთ საზღვარს დავაყენებთ საფრთხის ქვეშ და უკრაინა დაუცველი დარჩება",_ განაცხადა ტურჩინოვმა და აღნიშნა: „ის რასაც ისინი რეფერენდუმს უწოდებენ არა ყირიმში, არამედ კრემლის კაბინეტებში ჩატარდება".