ქართული მხარე, უკრაინაში განხორციელებული პოლიტიკის გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.. შესაბამისი განცხადება კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა თინა ხიდაშელმა სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტზე გააკეთა.
დეპუტატი რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებასა და მისთვის ხმის უფლების შეჩერებას ითხოვს.
მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციამ ორგანიზაციის ღირებულებები დაარღვია და მის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები უნდა გატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები