საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ევროკავავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებს შეხვდა.
ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე. აღინიშნა ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის აპრილში, ბრიუსელში ქართული კომპანიების წარმომადგენელთა მოსალოდნელი ვიზიტის საკითხები განიხილეს.
ბიზნესწრეების წარმომადგენლები ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან.