საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში კონსტანტინე ჟღენტმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ემომალი რახმონმს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაცემის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სიტყვის გამოსვლისას ტაჯიკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დიდად აფასებს ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დაინტერესებულია ამ ურთიერთობების და განსაკუთრებით ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებით.