პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. კოალიციის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამეს და ვიზიტის შედეგების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული კრიზისი და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.
პოლიტსაბჭოზე დღის წესრიგში იყო მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და პარტიულ-საორგანიზაციო საკითხები.