მონიტორინგის სამსახურის საქართველოს ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას ეწინააღმდეგება სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც განმარტავს, რომ ეს ცვლილება საბანკო სექტორისა და ეკონომიკის განვითარებას ვერ დაეხმარება. გიორგი ქადაგიძის თქმით, ის შეეცდება კანონპროექტის ავტორები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს, ამისათვის კი სამომავლოდ კონსულტაციები გაიმართება.
„ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას ჩვენ და პირადად მე არ მივიჩნევთ სწორ გადაწყვეტილებად. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც დაეხმარება ეკონომიკის განვითარებას და საბანკო სექტორს. თუმცა საჯარო განცხადებებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებ დავარწმუნო იდეისა და კანონპროექტის ავტორები და პარლამენტის წევრები, რომ ამ კანონპროექტის მიღება იქნება ზიანის მომტანი"- აღნიშნა ქადაგიძემ.