პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს სპეციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.
,,დღეს ბრიუსელში იკრიბება სპეციალური ევროკავშირის საბჭოს სხდომა ქვეყნების მეთაურების დონეზე. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერმა სპეციალური წერილით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იყოს და აუცილებელია დისკუსია საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, რომელიც მზად არის და ნათლად აკეთებს დემონსტრირებას გააღრმავოს და განავითაროს ევროპული რეფორმები. ასევე მზად არის, არ გადაუხვიოს არავითარ შემთხვევაში ევროპულ არჩევანს. ამ პროცესში საქართველოს სჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, სოლიდარობა და რასაკვირველია, ევროპული პერსპექტივა იქნებოდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.