საქართველოს ივნისში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა, - ამის შესახებ, ევროკომისარმა, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შტეფან ფულე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში მხარდაჭერას დაჰპირდა
„ევროკავშირი მყარად დაუდგება საქართველოს გვერდით, თუ იგი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია ყირიმში მიმდინარე მოვლენებისადმი. აღსანიშნავია, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის გამოწვევის შექმნას. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას და მხარს უჭერს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას", - განაცხადა შტეფან ფულემ.