საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა დღის წესრიგში არ დგას.
განცხადება ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"საქართველოს და რუსეთის ხელმძღვანელების შეხვედრის თემა პოლიტიკური დღის წესრიგში არ არსებობს .მიზეზი უკრაინაში მიმდინარე პროცესებია. ნამდვილად არც რუსეთის და არც საქართველოს მხრიდან არ არის ამაზე ოფიციალურ დონეზე ლაპარაკი. სანამ უკრაინის კრიზისი არსებობს, შეუძლებელია ამ შეხვედრებზე საუბარი. თუ კონკრეტულ შედეგებამდე არ მივდივართ, ხშირად ასეთ შეხვედრებს აზრი არ აქვს.თუ უკრაინის კრიზისი გადაივლის და გადაივლის უკრაინელი ხალხის გამარჯვებით,ევროინტეგრაციის პროცესი როგორც უკრაინისა, ისე საქართველოსი გახდება გარდაუვალი და რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. მე დარწმუნებული ვარ , რომ რუსეთის ეს ამბიციებშეკვეცილი მიმართება იქნება ძალიან პოზიტიური , იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობას მიეცემა აზრი.ინტერესში შედის კონკრეტული შედეგი .რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კონკრეტული შედეგია,თუ იქნება გარანტია,რომ რუსეთის აგრესია არ მოხდება.მეორე, იქნება რაღაც პროგრესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ის,რომ რუსეთს ორი საელჩო აქვს გახსნილი საქართველოს ტერიტორიაზე, ნორმალური ვითარება არ არის.ჩვენი ველოდებით პროგრესს ამ მიმართულებით. ეკონომიკურად,ასე თუ ისე ღვინო გადის,ბორჯომი გადის, ორი ბოთლით მეტს გაგატაინებო,ახლა ამის გამო არ ღირს შეხვედრა. მითუმეტეს, უკრაინაში წყდება არამარტო უკრაინის ბედი ,ეს ძალიან დიდი მსოფლიო პროცესია, რომელმაც შეიძლება სერიოზულად ძალთა ბალანსის სხვანაირი გადანაწილება გამოიწვიოს და ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ეს მნიშვნელოვანი", - აცხადებს დავით ზურაბიშვილი