,,ნაცმოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას მოუწოდებს გაემიჯნოს რუსეთის აგრესიას და საერთასორისო ტანამეგობრობის გვერდით დადგეს. როგორც წიკლურმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის წარმომადგენელტან დაგეგმილი ყველა შეხვედრა უნდა გადაიდოს.
,,საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს შექმნილი პოლიტიკური ვითარების მნიშვნელობას. ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსეტის იზოლაცია დაუშვებელია, ზურაბ აბაშიძე გვამცნობს, რომ კარასინთან დაგეგმილი შEხვედრა აუცილებლად შედგება, ხოლო ,,ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ საქართველოს ღიად დადანაშაულებას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. მოგვაჩნია, რომ ამ უპასუხისმგებლო განაცხადებებით საქართველოს ხელისუფლება გაემიჯნა მსოფლიოს ძალისხმებას შეაჩეროს და იზოლაციაში მოაქციოს აგრესორი. სახეზე არის მძიმე ვითარება, როდესაც მთავრობა არ გამოხატავს ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების ნებას, რაც ცივილიზებულ სამყაროსთან ერთობლივ და კოორდინირებულ ქმედებებს გულისხმობს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.