,,ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება. როგორც ვაშაძემ განმარტა როგორც ჩანს, კალაძისთვის უცნობია, რომ რუსულმა ბაზებმა საქართველოს ტერიტორია სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დატოვა.
,,მართლა გასაკვირია რატომ ანდობს ,,ქართული ოცნება" საგარეო პოლიტიკაში ასეთ უსუსურ პოლიტიკოსს განცხადებას. მან კიევში მიმდინარე მოვლენები ერთ ქუჩაზე არეულობამდე დაიყვანა. ბატონმა კალაძემ, ალბათ, ისიც არ იცის, რომ რუსულმა ბაზებმა საქართველოს ტერიტორია სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დატოვა. მათ შორის, ახალქალაქში, ბათუმში, იურიდიულად გუდაუთაშიც. სწორედ იმიტომ, რომ დღეს რუსული შენაერთები დგანან ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმიტომ ითვლება ოკუპირებულად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", _განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ,,ნაციონალური მოძრაობისგან" მოითხოვს, იძულებით გადაადგილებულ პირებს ბოდიში მოუხადონ. როგორც კალაძე აცხადებს, ,,ნაციონალური მოძრაობა" თვითპიარზე ორიენტირებული პარტიაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას.