საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესის უმცირესობის ლიდერს, წარმოამდგენლობითი პალატის ყოფილ სპიკერს ნენსი პელოსს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მომავალშიც მხარს დაუჭერს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ცალკეულ ასპექტები, გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ნატო-ს სამიტის გათვალისწინებით, საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.
მასალის გამოყენების პირობები