აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი.
,,ჩვენ აღმოვფხვერით ელიტარული კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ბიზნესზე მთავრობის წნეხის მავნე პრაქტიკა; არსებითი რეფორმები განხორციელდა მართლმსაჯულების სექტორში სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად - ამ ძალისხმევის შედეგად სასამართლო თანდათან იბრუნებს ქართული საზოგადოების დაკარგულ ნდობას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედი; ამიტომ ყოველ ღონეს ვხმარობთ იმის უაზრუნველსაყოფად, რომ სასამართლო რეფორმა მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შორის იყოს ყველაზე თანამიმდევრული და მკაცრი. „ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებასაც შეეხო: ,,საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვითარების გასაუმჯობესებლად ადამიანის უფლებების კუთხით, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. ხოლო, რაც შეეხება ქართულ მედიას, ის ისეთივე თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ სისტემაში. „ - აღნიშნა პრემიერმა.