საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 27-28 თებერვალს შედგება.
ქვეყნის პირველი პირი ერევანში თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის ლიდერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ტიგრან საკისიანი სამუშაო სადილი გაიმართება. გიორგი მარგველაშვილს უმასპინძლებს.
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანსაც შეხვდება.
ვიზიტის მეორე დღეს კი პრეზიდენტი უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.