თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი განახლდება.
დასკვნით სხდომაზე დაცვის მხარე შემაჯამებელი სიტყვით გამოვა.
პროცესზე ბრალდებულ ვანო მერაბიშვილსაც მოუსმენენ. ის საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.
ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.
მასალის გამოყენების პირობები