„ეს მოსალოდელი იყო სამწუხაროდ, რუსეთმა ვერ მოითბინა და მავთულხლართების გავლების პროცესი გაანაახლა',_ განაცხადა საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების პროცესის განახლების კომენტირებისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც საქართველოს მთავრობა მსჯელობდა თუ რა შეიძლებოდა რუსეთს საქართველოზე ზეწოლისათვის განეხორციელებინა ოლიმპიადის შემდეგ, პირველი რისი მოლოდიც იყო მახთულხლართების გაბმის პროცესის განახლებაა.
„ეს მოსალოდელი იყო სამწუხაროდ. როდესაც ჩვენ ვგეგმევდით თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთს განეხორციელებინა თავისი ზემოქმედება საქართველოზე და ოლიმპიადის კონტექსტში ბუნებრივია ამას არ გააკეთებდა, და რა შეიძლებოდა გაეკეთებინა, პირველ რიგში ეს შეიძლება მახთულხლართების გავლების პროცესის განახლება ყოფილიყო.
ასეც მოხდა მეორე დღესვე ანუ ვერ მოითბინა რუსეთმა გაანაახლა, აშკარაა, რომ მას სხვა რამ რესურსები ძალიან ცოტა რამ დარჩენია, ჩვენ ვხედავთ, როგორ იქცევა ის, როგორ მოქმედებს უკრაინაში, სხვა ქვეყნებში ვნახავთ ჩვენ ალბათ მის მოქმედებებს, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას საშუალებას არაფრის არ აძლევს",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ ახლა საქართველოს მთავრობის დელეგაცია აშშ-ში იმყოფება და ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას ხვდება.
ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-შ გამართული მოლაპარაკებების დროს საუბარი აუცილებლად შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ამ ბორდერიზაციის პროცესს განახლებას.
„ჩვენი რეაქცია პირველ რიგში არის ის, რომ პირველ რიგში დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია იმყოფება აშშ-ში. ეს ყოვლად მნიშვნელოვანი ვიზიტია. პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ბუნებრივია, იქ უკვე გაჟღერდა კიდეც საჯაროდ და დარწმუნებული ვარ შიგნითაც იქნებოდა საუბარი მოლაპარაკებების დროს რუსეთის მოქმედებებზე და მავთულხლართების გავლების განახლებაზე",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ამ თემაზე იქნება საუბარი უახლოეს მომავალში დაგეგმილ კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე.
„სულ მალე რამდენიმე დღეში დაიწყება რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის ფორმა რაც არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატში. იქაც ბუნებრივია ამაზე იქნება საუბარი.
საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ მეტად ხედავს რამდენად აგრესიულია და პრაქტიკულად კონტროლი აქვს დაკარგული რუსეთს და ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენები ამიტომ აშკარად ევროპა კიდევ მეტად უფრო მონდომებულია და ასე ვთქვათ მოტივირებულია რათა მკაფიოდ და ცალსახად მხარი დაუჭიროს საქართველოს.
აშკარაა რომ ჩვენმა გონივრულმა პოლიტიკამ ბორდერიზაციის მეტი არაფერი არ დაუწტოვა რუსეთს",_ აცხადებს მინისტრი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ზეწოლას გავუძლოთ და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მივიდეთ.
„ჩვენ რა თქმა უნდა სიმტკიცე უნდა შევინარჩუნოთ და უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას.
იმედი გვაქვს,რომ შტატებში მოლაპარაკებების შემდეგ პროგრესი მეტი გვექნება ნატოში გაწევრიაბის მიმართ. რა თქმა უნდა ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც ქართველმა ხალხმა უნდა გაუძლოს.
მთავრობა ბუნებრივია მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს რათა მოსახლეობა ადგილზე დავტოვოთ, არ გამოვიყვანოთ, არ ვისპეკულიანტოთ ადამიანების უბედურებით და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა არ შევუქმნათ ადგილზე შევინარჩუნოთ, შევუქმნათ მათ იქ არა მარტო არსებობის არამედ განვითარების საშუალებაც რასაც ვაკეთებთ უკვე. ეს იქნება გაზიფიცირება, გზის დაგება, სკოლები, ბაღები, ამბულატორიები. რათა მიუხედავად ოკუპაციისა, რომელოიცდაიწყო 2008 წლის აგვისტოში, წინდაუხედავი ხელისუფლების პოლიტიკის გამო ეს არ გავრცელდეს და მან არ მოიპოვოს უკვე უფრო მეტი შეუქცევადი პროცესები და გავაჩეროთ იმ ჩარჩოებში რა ჩარჩოებში ჩვენ დაგვხვდა ოკუპაცია თავისი ფორმით",_ აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.