პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს პასუხობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში როცა არჩევნები ტარდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია და პროკურატურა შვებულებაში უნდა წავიდნენ.
,,ძნელია კალენდარში მონახოთ წელი როდესაც საქართველოში არჩევნები არ ტარდება და საქართველოში თუ არჩევნები ტარდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია და პროკურატურა შვებულებაში უნდა წავიდნენ და თუ სადმე რამე გამოსაძიებელია არაფერი არ გააკეთონ. ეს ამას არ ნიშნავს", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფილიპ დიმიტროვმა გოგა ონიანის დაკავების შეფასებისას განმარტა, რომ როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, გარკვეული ეჭვები და შეშფოთებები ჩნდება.
"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკური პარტიების განცხადებებზე, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები. სწორედ ამიტომ, როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად დამტკიცებული. მართლმსაჯულებაზე ზეწოლა და პასუხისგებაში მიცემა, ორი სხვადასხვა რამეა", - განაცხადა დიმიტროვმა.